"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პარალელებს ავლებს:
"დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა, რადგან შეამჩნიეს, რომ თანამშრომელს ჰკოცნიდა. ვისი რა საქმეა, ვინ ვის ჰკოცნის, არა? მაგრამ აქ სხვა რამეში ყოფილა საქმე-პანდემიის დროს დაწესებული წესები დაარღვია. დისტანცია არ დაიცვა, პირბადე არ ეკეთა. აბა, პირბადეში როგორ იკოცნავებდნენ? ისე, საინტერესოა, პირბადეში რომ ეკოცნა, როგორ იქნებოდა საქმე-ჩაეთვლებოდა თუ არა წესების დარღვევად?
Комментариев нет