ყოფილ პირველ ლედის ვუყურე… მივხვდი, რომ ქალი საშველია – რუსუდან შარაძე მაკა ჩიჩუაზე
პოლიტიკოსის, ისტორიკოსის, ენათმეცნიერისა და ფილოლოგის გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას განცხადებებს, რომელიც პრაიდთან დაკავშირებით გააკეთა, გამოეხმაურა და გააკრიტიკა.
შარაძის შეფასებით, პრაიდი, რომელიც 5 ივლისს თბილისში უნდა გაიმართოს, “დაფინანსებულია უცხოეთიდან და მიმართულია ქართული ეროვნული თვითმფყოფადობის წინააღმდეგ“.
„ყოფილ პირველ ლედის ვუყურე, ქალბატონ მაკა ჩიჩუას. გავეშებულმა და დუჟმორეულმა სულ ბნელები გვეძახა, ვინც პრაიდის ჩატარებას არ ვგულშემატკივრობთ. ერთი მომენტი, მეგონა, პერსინგი აქვს ტუჩზე-მეთქი, მაგრამ მერე რომ აღარ ჰქონდა, მივხვდი, რომ ქალი საშველია (ჩვენს სიბნელეს რა ვუთხარი…). მოკლედ, სულ გვაძახა და გვაძახა, ზანგებს ავტობუსში ასვლა არ შეეძლოთ, ქალებმა ევროპაში ახლახან მოიპოვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაო. როგორ გინდა შეეწინააღმდეგო, მაგრამ არის ერთი „მაგრამ“ – ქალბატონი პირველი ლედი ამ ყველაფერში ჩვენ – ქართველებს გვადანაშაულებს.
სინამდვილეში, 1960-ინი წლები, როდესაც აშშ-ში, მართლაც აკრძალული ჰქონდათ ფერადკანიანებს თეთრკანიანებთან ერთად ავტობუსით მგზავრობა, მისგან დიდად შორს არ უნდა იყოს და იქნებ, კარგადაც ახსოვდეს, რომ მსგავსი საქართველოში ვერ მოხდებოდა. უბრალოდ, ჩვენდაუნებურად, ზანგები არ გვყავდა და მილიონში ერთი თუ გამოერეოდა, როგორც მუზეუმის ექსპონატს, ისე შევცქეროდით – მოწიწებით, ხოლო ,,ბიძია თომას ქოხზე“ გაზრდილ თაობას ახლაც ცხარე ცრემლით გვეტირება. რაც შეეხება ქალებს, რავი, მგონი, სიბნელეზე მეტია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მეუღლეს წარმოდგენა არა აქვს, რომ 1919 წელს, ქართველ ქალებს ევროპაში თითქმის პირველებს მოგვეცა ხმის მიცემის უფლება.

Комментариев нет