„ძალიან ცუდად ვარ, სუსტად ვარ, სუნთქვა მიჭირს, მოტეხილი ვარ…“ ნახეთ როგორია მიხეილ რამიშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც, რამიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, მას ამ წუთებშიც შესაბამისი კვლევები უტარდება.
„ბოჭორიშვილის კლინიკაში ვარ. სიცხე მაქვს, სუნთქვა მიჭირს. ჯერჯერობით პასუხი არ არის, ანალიზები ამიღეს, ყველაფერს აკეთებენ. გუშინდელის შემდეგ ვარ ცუდად.
ახლა გადასხმას მიკეთებენ, ძალიან ცუდად ვარ, სუსტად ვარ, სუნთქვა მიჭირს, მოტეხილი ვარ…“, – გვითხრა მიხეილ რამიშვილმა.
primetime.ge
Комментариев нет