Header Ads

ახალგაზრდა ქალის ანგარიშზე მოულოდნელად მილიარდი დოლარი გაჩნდა, მაგრამ ქალს ფულის დახარჯვა არ სურს

 


რას გააკეთებდით, თქვენს საბანკო ანგარიშზე მილიარდ დოლარს თუ აღმოაჩენდით? პოლიციაში მიხვიდოდით? არავის არაფერს ეტყოდით და უბრალოდ, შეიძენდით ახალ კაბებს? სახლს? მანქანას? აი, როგორ მოიქცა ქალი, ვინც რეალურად მიიღო მილიარდი დოლარი.

 
შაბათ-კვირას ამერიკელი ჯულია იონკოვსკი უახლოეს ბანკომატთან მივიდა ფულის გამოსატანად – 20 დოლარი სჭირდებოდა. ფულის გამოტანამდე გადაწყვიტა ბალანსის შემოწმება. 999,985,855,94 აშშ დოლარი – თითქმის მილიარდი ჰქონდა ანგარიშზე. ქალმა კინაღამ გონება დაკარგა ბანკომატთან.

 
ამ ჩარიცხვამ ჯულია ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების სიაში 615-ე ადილზე გადაიყვანა, მაგრამ ქალს სულაც არ გაუხარდა მოულოდნელი გამდიდრება და ძალიან შეეშინდა.
 
მას იმის წარმოდგენაც კი შეეშინდა, წარმოედგინა ადამიანი, ვინც ეს გადარიცხვა გააკეთა. ეშინოდა იმის წარმოდგენის, როგორ მოითხოვდა ეს ადამიანი თავის ფულს უკან. ჯულიას ბევრი სმენია საბანკო თაღლითობის შესახებ და ისინი ყველა ძალიან ცუდად დასრულდა. გარდა ამისა, იმისიც შეეშინდა, რომ მისი ფული შესაძლოა,  კომპრომატად გამომდგარიყო და კუთვნილი 20 დოლარიც კი არ გაიტანა.

ჯულიამ აიღო ბარათი და ბანკში დარეკა, სურდა გაეგო, როგორ მოხვდა მილიარდი დოლარი მის ანგარიშზე. ბანკში მას მხოლოდ რობოტმა უპასუხა და პასუხი ვერ მიიღო უგულო მანქანიდან.
 
ჯერჯერობით უცნობია, როგორ დასრულდება ჯულიას ამბავი.

Комментариев нет

Технологии Blogger.