Header Ads

რატომ ვერ გაუძელი, ამდენი ხანი იბრძოლე - ვინ არის რიკოთზე დაღუპული ახალგაზრდა ბიჭი

 


რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ევაკუატორს მძღოლი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა დაიღუპა.

ფოტოს სოციალურ ქსელში მისი და ავრცელებს. ბაქარ მარგველაშვილი 25 წლის იყო, მას  ორსული მეუღლე და 1 წლის შვილი დარჩა.

,,შენ ჩემი დიდი ტკივილი ხარ.😥


ჩემო ბავშვობავ შენ ჩემი ძმა იყავი და იქნები მუდამ ❤ არა არ მჯერა შენ რომ აღარ იქნები. რატომ ვერ გაუძელი ამდენიხანი იბრძოლე ეხლაც გებრძოლა 😥


მეწვის გული როგორი მძიმე ტკივილი ხარ 😥😥😥” – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის მეგობარი.


ცნობისთვის, რიკოთის უღელტეხილზე ავარია 12 მარტს მოხდა. საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელშიც ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა მოსრიალდა და საპირისპირო მიმართულებით მიმავალ ევაკუატორს დაეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაივალა 3 პოლიციელი.

Комментариев нет

Технологии Blogger.