ცხელი აპრილი – საქართველოში სულ მალე შეიძლება 32°-ამდე დათბეს. ნახეთ უახლესი, ძალიან ”ცხელი” პროგნოზი
აპრილიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად უკეთესდება. პირველივე აპრილიდან უმეტეს ქალაქებში 21-25° სიცხეებია გამოცხადებული, მათ შორის დედაქალაქშიც.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ ერთ-ერთ მედიას განუცხადა, აპრილში ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოში 32 გრადუსამდე შეიძლება მოიმატოს ტემპერატურამ, აღმოსავლეთ საქართველოში კი 28 გრადუსამდე დაცხეს.
ზოგიერთ დიდ ქალაქში, მაგალითად რუსთავში, თბილისში, ქუთაისში, სამტრედიაში, ქობულეთსა და ბათუმში სავარაუდოდ 20° ან ცოტა მეტი სითბო მარტის ბოლოსვე იქნება.
Комментариев нет