Header Ads

არა უშავს, მე ამას ავიტან – რაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე

 


„ბევრს მაკრიტიკებენ, მაკრიტიკონ, არა უშავს. მე სულ უნდა მოვუწოდო მოსახლეობას. ბათუმის ბულვარზე გამაკრიტიკეს. კარგით, მე ამას ავიტან, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ვიდრე 30-40% არ აიცრება, პირბადე ღია სივრცეებში დაგვჭირდება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარების მიზნით გატარდა გარკვეული რეფორმები.

 

„უნდა გასამმაგდეს ბრიგადების რაოდენობა. ისინი, ვინც მუშაობენ კვირაში სამ ან ოთხ დღეს, უნდა იმუშაონ შვიდი დღის განმავლობაში. დამდგარია საკითხი და ვაორმაგებთ ანაზღაურებას სამედიცინო დაწესებულებებისადმი, ბრიგადების გავრცობა გულისხმობს სამედიცინო პერსონალის მეტ გადამზადებას“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

Комментариев нет

Технологии Blogger.