Header Ads

რას საქმიანობს ირმა ინაშვილის ქალიშვილი და რას წერს პოლიტიკოსი მასზე

 


ირმა ინაშვილი პირად თემებზე საუბრით არ გამოირჩევა. მას ორი შვილი ჰყავს, ნინი და დაჩი. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ქალიშვილი ნინი დღეს, 21 წლის გახდა. ინაშვილმა სოციალურ ქსელში ქალიშვილის ფოტო გამოაქვეყნა და მილოცვებიც მიიღო.

 

ირმა ინაშვილის ქალიშვილს აქტიურობა არ უყვარს. დედისგან განსხვავებით, მას ჩრდილში ყოფნა ურჩევნია, თუმცა გენეტიკამ მაინც თავისი გააკეთა და ნინიმ ორი წლის წინ თსუ-ში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა.

 

უნივერსიტეტში ის ასპროცენტიანი გრანტით მოხვდა. მას სურს მომავალში პოლიტიკური ექსპერტი გამოვიდეს.

 

ნინი და დაჩი დედას ხშირად აკრიტიკებენ და პოლიტიკოსი მათ რჩევებს ითვალისწინებს.

Комментариев нет

Технологии Blogger.