Header Ads

ქართველ ემიგრანტს 17 წლის შვილი გარდაეცვალა – მისი მომავლის შესაქმნელად წავიდა და სწორედ ის მომავალი შეწყდა

 


გარდაბანში, ტბაში დაღუპული ბავშვები სოფელ ნაზარლოდან იყვნენ. მომხდარის შესახებ “პრაიმტაიმი” ნაზარლოს მკვიდრს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ დაღუპული 17 წლის ბიჭის მამა პოლონეთში ემიგრაციაშია. მან დღეს გაიგო, რომ შვილი დაკარგა…

 
ოროჭოვების
 ოჯახში დიდი უბედურება დატრიალდა – ძალიან კარგი ბიჭი დაკარგეს, სიტყვები არ არსებობს, რომლებიც ამ ტრაგედიას გამოხატავს. დაღუპულებს მთელი ნაზარლო გლოვობს, ოჯახის უფროსი, 17 წლის ბიჭის მამა პოლონეთში იმყოფება ემიგრაციაში, იქიდან გერმანიაში უნდა წასულიყო. ხელოსანია და ოჯახის საჭიროებების უზრუნველსაყოფად საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა.

როგორც ვიცი, მან დღეს გაიგო, რა ტრაგედიაც ტრიალებს თავის ოჯახში და საწყალი მამა უმძიმეს მდგომარეობაშია. მისი მომავლის შესაქმნელად წავიდა და სწორედ ის მომავალი შეწყდა…
 
სიტყვები ზედმეტია ამ უდიდესი გასაჭირის წინაშე, არ ვიცი, რა ვთქვა, მშობელი შვილს რომ ვერ დაიტირებს, უკანასკნელ გზაზე რომ ვერ გააცილებს, ამ მდგომარეობას რა ჰქვია, არ ვიცი.” – ამბობს სოფლის მკვიდრი.
 
ცნობისთვის, 24 ივნისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა – ტბაში ორი არასრულწლოვანი დაიხრჩო.

Комментариев нет

Технологии Blogger.