აღდგომის სასწაული – რა მოხდა მას შემდეგ, რაც კომაში მყოფი 2 წლის ბიჭი აპარატიდან გამორთეს
აღდგომის სასწაული” – მსოფლიო მედია რამდენიმე ბრიტანული ოჯახის საოცარი ისოტრიის შესახებ წერს, რომელიც მათი 2 წლის ბიჭს დილან ასკინს გადახდა.
გამოცემა nypost-ის ცნობით, ბრიტანული ოჯახი აღდგომას, იმ ფაქტის ნიშნას აღნიშნავს, რომელიც 2 წლის წინ გადახდათ და რასაც ისინი “მათ პირად სააღდგომო სასწაულს უწოდებენ”.
2016 წლის აღდგომის დილას, 2 წლის დილან ასკინმა კომიდან სასწაულებრივად გაიღვიძა, ეს მოხდა მეორე დღეს, მას მერე, რაც ის ექიმებმა აპარატიდან მოხსნეს.
,,მე არ ვარ ღრმად მორწმუნე და რელიგიური ადამიანი, თუმცა ვფიქრობ, რაც მოხდა ეს ნამდვილი სასწაულია“ – ამბობს დილანის დედა, კერი ასკინი.
ბავშვი ფაქტობრივად განწირული იყო, როცა ის ქალაქ დერბის საავადმყოფოში, სუნთქვის პრობლემების გამო მოხვდა. ექიმებმა მას Langerhans cell histiocytosis (LCH სასუნთქი გზების პრობლემები) დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო მას შემდეგ დამძიმდა, როცა მას პნევმონია დაემართა და კომაში ჩავარდა. აღდგომის მძიმე კვირის, წითელი პარასკევი იყო, როცა მშობლები შეეგუენ იმ აზრს, რომ შვილს სამუდამოდ უნდა გამომშვიდბებოდნენ.
ექიმებმა ოჯახიდ დაარწმუნეს, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა და ჯობდა ბიჭი აპარატიდან გამოერთოთ. გამორთვის შემდეგ, მათ ნახეს, რომ ბიჭს გულისცემა ნორმალური იყო.
,,მაშინ ვთქვით, რომ შეუძლებელია! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ! ნელნელა ბიჭის მდგომარეობა უკეთესდებოდა. აღდგომის დღეს კი თითქმის სტაბილური გახდა. მე დღეს სრულიად დარწმუნებბული, ვარ რომ ეს იყო ნამდვილად ჩვენი სააღდგომო სასწაული“ – ჰყვება კერი ასკინი.
ბიჭმა მას მერე კიდევ ერთი თვე დაჰყო საავადმყოფოში და სახლში სრულიად ჯანმრთელი გაწერეს
Комментариев нет