Header Ads

ააფეთქებს თუ არა პუტინი ატომურ ბომბს და რა ელის საქართველოს - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება


 ლელა კაკულია, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს, რუსეთის პრეზიდენტის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, პუტინს სურს ატომური იარაღის გამოყენება, თუმცა ის ამას ვერ შეძლებს, რადგან თავადაც ეშინია.

მისივე თქმით, პუტინს სერიოზული საფრთხე ემუქრება შიდა გარემოცვიდან.

რაც შეეხება საქართველოს საკითხს, ლელა კაკულია მიიჩნევს რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა, ხოლო მთავრობა კოალიციური მმართველობის ფორმით შეიცვლება.

„მას ხელი მიუწვდება ატომურ ბომბზე, უნდა მაგრამ ვერ ააფეთქებს, გამორიცხულია. ამ ატომთან დაკავშირებით თვითონ ეშინია. პუტინს ისე უპირისპირდებიან, რომ თავისი გარემოცვიდან  მოკვლასაც კი დაუპირებენ, მაგრამ თვითონ პუტინში დავინახე ის ავადმყოფობა, რასაც მოჰყვება სიკვდილი აუცილებლად. ავადმყოფობაზე მკურნალობს, მაგრამ, ახლა გარემოცვიდან აქვს დიდი დარტყმა. მისი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანია შეკრებილი და უწყობენ ტერორს.

გარემოცვას ყურს აღარ უგდებს, იღებს გადაწყვეტილებებს თვითონ და რჩება მარტო თავის იდეებთან ერთად. პუტინის დრო წავიდა, საბჭოთა კავშირი არასოდეს არ აღდგება. საქართველო შევა NATO-ში. მომავალში კოალიციური მთავრობა გვეყოლება, ესენი არიან ახალგაზრდა ჯგუფი, ძლიერი  ჯგუფი“, - ამბობს კაკულია

Комментариев нет

Технологии Blogger.