„პუტინის ასტროლოგიურ რუკაშიც ვერ არის კარგი სურათი... ბოლოსაც ის მოუღებს, ვინც..." - ასტროლოგ ხათუნა ნოელის პროგნოზი
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში, დროდადრო, მარტში გარდაცვლილ ბელადებზე წერს. სტალინი 5 მარტს გარდაიცვალა. ქართველები ამ რიცხვში "მობილიზებულნი", მოლოდინში გაერთიანებულნი იყვნენ, რომ ეგებ ტირანი, რომელიც დღეს წარმოუდგენელ სისასტიკეს ჩადის, ამ დღეს აღსრულებულიყო. ჯერჯერობით, იმედი გაგვიცრუვდა...
დღეს ასტროლოგი მარტის იდებს - 15 მარტს, კეისრის სიკვდილს იხსენებს.
"Et tu, Brute??
შეთქმულებმა, რომელთა შორის კეისრის უსაყვარლესი მარკ ბრუტუსიც ერია, საკუთარი ხელისუფალი მოკლეს. ეს იყო 44 წლის მარტის იდებზე ( 15 მარტს).
ცნობისათვის, იულიუს კეისარი მოკლეს მაშინ, როდესაც მან ხელისუფლების სრული უზურპაცია გადაწყვიტა" - წერს ნოელი.
"იქნებ ბრუტუსი ლავროვი აღმოჩნდეს", უკომენტარებენ ნოელს.
ასტროლოგის გუშინდელ პოსტს კი ანეკდოტის სახე აქვს.
უკრაინის რადას დეპუტატი, ვადიმ რაბინოვიჩი ყოველ დილას მიდის პრესის ჯიხურთან, გაზეთის პირველ გვერდს ამოწმებს და უკან აბრუნებს. რამდენიმე დღის შემდეგ გამყიდველი ეკითხება, რას ნახულობთ? ნეკროლოგს, პასუხობს რაბინოვიჩი. ნეკროლოგი ხომ უკან გვერდზეა? ნეკროლოგი, რომელსაც მე ველოდები, პირველ გვერდზე იქნება!
ასტროლოგი "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, რომ ფეისბუქზე მსგავსი თემის ტირაჟირებით, სამყაროს დღევანდელი სურვილის ვიზუალიზაციას ახდენს.კითხვის გაგრძელება
Комментариев нет