"დაჟინებით სთხოვდნენ ევაკუაციას, ვიცოდით, რომ რუსული დესანტი მის მოსაკლავად იყო შემოსული. მან თქვა, - ავიღებ ავტომატს და ვიომებო" - რას ჰყვება ზელენსკის გარემოცვის წევრი?
24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ევროპის შუაგულში ომი გააჩაღა.
ამ დღემდე ის საკუთარ ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც მაინც მიიჩნეოდა ნიჭიერ მსახიობად, რომელიც ბედისწერის უცნაური სვლით აღმოჩნდა ქვეყნის სათავეში. შესაბამისად, როდესაც პუტინის რეჟიმის აგრესია სრულიად რეალური გახდა, გაჩნდა კითხვები:
რას იზამდა უკრაინის პრეზიდენტი, როგორ მოახერხებდა ქვეყნის გაძღოლას ამ უმძიმესი დაპირისპირების დროს?
დღეს ამ კითხვებზე პასუხი უკვე გაცემულია.
Комментариев нет