ბავშვს თვალწინ მამა მოუკლა, დედა კი, გააუპატიურა - ცნობილია დამნაშავის ვინაობა!
უკრაინული მედია კიევის ოლქში, ბროვარის რაიონში მოძალადე რუსი სამხედროს, მიხაილ რომანოვის შესახებ წერს, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში თავის დაჯგუფებასთან ერთად შეიჭრა, მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მამა მოკლა, ხოლო დედა გააუპატიურა.
გამოცემის ინფორმაციით, მოგვიანებით, ქალმა ბავშვთან ერთად, სოფლიდან გაქცევა შეძლო.
გარდა ამისა, ადგილობრივები ამბობენ, რომ გაქცევის მცდელობისას ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან.
Комментариев нет