შოიგუ შინაპატიმრობაშია - რას ყვებიან კრემლის კულუარებში
11 მარტის მერე თავდაცვის მინისტრის გაუჩინარებამ კითხვები გააჩინა როგორც ქვეყნის შიგნით,ისე ქვეყნის გარეთ.კვირაზე მეტია შოიგუ პენტაგონის ზარებსაც აღარ პასუხობს. კრემლის კულუარებში ახალი ვერსიები ვრცელდება. ინფორმაციას სკანდალური ტელეგრამ არხი,გენერალ სვრ ავრცელებს. პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით,თავდაცვის მინისტრს და გენშტაბის უფროსს დაცვა გაუძლიერეს და გადაადგილება შეუზღუდეს.ეს განკარგულება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შიშით აიხსნა. ვალერი გერასიმოვი რეალურად მონაწილეობს სამხედრო ნაწილების მართვაში,ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას პრეზიდენტს, სერგეი შოიგუს შემთხვევაში სიტუაცია დიამეტრალურად განსხვავებულია.თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის თათბირებში მონაწილეობს სტატისტის როლში.ცნობილია რომ შოიგუმ პუტინს გადადგომა მოთხოვა,ამის შემდეგ მას გაძლიერებული დაცვა იცავს და პუტინის ახლო გარემოცვა ფიქრობს რომ ეს უფრო შინაპატიმრობას გავს.მაშინ როცა შოიგუმ ჯანმრთელობის პრობლემებზე განაცხადა,კონკრეტულად გულის შეტევა მოიმიზეზა,პუტინის პოზიცია იყო ყურადღება არ მიექციათ მისი სიმულიაციისთვის,მხოლოდ მას შემდეგ რაც შოიგუმ გონება დაკარგა,მასთან მედიკოსები შეუშვეს. გამარჯვების მარშლობაზე მეოცნებე შოიგუმ,რომელიც უკრაინასთან ომის თანაავტორია,აშკარად გადააფასა მისი და მისი უწყების შესაძლებლობები და პოლიტიკური ოლიმპოდან ქრება.
წყარო: cnews.ge
Комментариев нет