Header Ads

ტერორს რუსები მოგვიწყობენ. სომხეთის მხრიდანაც ნუ მოადუნებს საქართველო ყურადღებას. მომავალში ვხედავ…” – ნახეთ რას ხედავს ლელა კაკულია

 


ქართველი წინასიტყვამეტყველი ლელა კაკულიას გვერდი ჩანაწერები შეიცავს, ჩვენი ბლოგი უცვლელად გთავაზობთ:


ლელაკი: თქვენ, ადამიანებო, არ იცით, რას ნიშნავს, ახლა ვწინასწარმეტყველებ!

ამონარიდი ადრეული ჩანაწერები


✅ 1995 წელი, 25 ოქტომბერი, საღამოს 7 საათი

ახალი ნავთობის მილების გავლას საქართველოზე.

. რატომ საქართველოს მთავრობამ ყურადღება უნდაამახვილოს მათ დაცვაზე.

ტერორს თავად რუსები მოგვიწყობენ – ამის თაობაზე მთელი სერიოზულობით გაფრთხილებთ!

საქართველოს ნავთობის გზა ყველაზე იაფი, მომგებიანი და მოკლეა ყველა გზასთან შედარებით. ამიტომ საქართველო გამოიყენებს თურქეთისა და ამერიკის, ევროპის მხარდაჭერას და უდიდესი დაცვითი ბადე შეიკვრება საქართველოზე. ეს გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს და მესამე მსოფლიო ომის დროს თურქეთი მართლა მკერდით დაიცავს საქართველოს.

თქვენ, ადამიანებო, არ იცით, რას ნიშნავს, რასაც ახლა ვწინასწარმეტყველებ!

მე დროს ვერ ვხედავ, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ მომავალში ამერიკა, თურქეთი, ევროპა გვეხმარება ნავთობის მილების გაყვანასა თუ შეკეთებაში, მათ აშენებაში, უმაღლესი და უახლესი ტექნიკით აღჭურვაში, უნიკალური პროექტების დამუშავებაში. ამერიკა აჩუქებს საქართველოს ნავთობ- თუ ბენზინმზიდ ტანკერებსაც.

რუსეთის შავი, რეაქციული ძალები ვერაფერს გახდებიან!

გაფრთხილებთ: სომხეთის მხრიდანაც ნუ მოადუნებს საქართველო ყურადღებას!

რთულ პერიოდს გავივლით, მაგრამ რუსეთის შავ ძალებს მოვერევით.

კავკასიონი კი იწვის; იწვის ჩრდილოეთ კავკასია. მომავალი ომები, ომები!!!

აფხაზეთში ომი დამთავრდება, ჩრდილოეთ კავკასიაში – არა!

✅ იმავე დღის ღამის 12 საათი,

„ხედვა ზეციური“

თეთრ ღრუბლებში ანთებული თეთრი ჯვარი მოჩანს. სხივი ღვთისა კვეთს მას და საოცარ სინათლეს გამოსცემს.

ჯვარი ზეცაში – საქართველოა, ღვთის სხივი კი საქართველოს საზღვრები.

იწმინდება საქართველო!

ილოცება საქართველო!

იბადება საქართველო!

გიხაროდეს, საქართველოვ!

ვაზი იცრემლება, მიწა ღვინით ლბება, ყველგან პური ტყდება, ყველგან სიცოცხლეა, ყველგან ცრემლებია – სიხარულის გმინვა, სიყვარულის წვიმა. საქართველო ჩემი უკვდავია, ერიც ძლიერია, ჯვარიც.

სადაც ამდენი ტაძარია, სადაც ამდენი ჯვარია, იქ არ არსებობს გადაშენება, იქ არ არსებობს სიკვდილი.

ერი იბადება!

ერი ძლიერია!

ჩემი საქართველო დღეს თუ მშიერია, მაინც უკვდავია, მაინც ძლიერია, ღვთის სხივი ქვეშანათებულია, გაბრწყინებულია, განდიდებულია!

დაიფარება;

მეავ საქართველოს გაბრწყინებულსა დაგალაღებულს, თავისუფალსა და გამარჯვებულს, მუხლმოუდრეკელსა და განდიდებულს.

შენ, ჩემო საქართველოვ, უკვდავი ხარ, უკვდავი!

თუ არ იქნება საქართველო;

თუ არ იქნება საქართველო;

ეს ზღაპარია, ეს არ არის.

ჩემი საქართველო უკვდავია!

ჩემი საქართველო ერთიანია!

ჩემი საქართველო თავისუფალია!!!

* * *

.

Комментариев нет

Технологии Blogger.