რატომ დააკავეს გიორგი მარგველაშვილის სიძე – დიდი სკანდილი ყოფილი პრეზიდენტის ოჯახში
ცნობილი ხდება, რომ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, სოსო ყიფშიძე დააკავეს.
თვითმხილველების თქმით, ინციდენტი მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. მათი გადმოცემით, ყიფშიძეს კონფლიქტი იქვე მცხოვრებ მამა-შვილთან პარკირების გამო მოუხდა, სიტყვიერი შელაპარაკება კი ფიზიკურ თავდასხმაში გადაიზარდა.
ადგილობრივების თქმით, ყიფშიძეს თან ჰქონდა დანა, რითაც მამა-შვილს ჭრილობები მიაყენა და ხელყუმბარის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.
ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა ექსპრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი. საბოლოოდ მამა-შვილმა თავდამსხმელის მოგერიება შეძლეს.
ადგილზე პოლიციის გამოძახებამდე სოსო ყიფშიძე მიიმალა, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, სამართალდამცველებმა მისი დაკავება მალევე მოახერხეს.
ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა და წინასწარი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსაც მიმართა.
წყარო: პრაიმტაიმი
Комментариев нет