ამას რუსეთი ალბათ არ ელოდა – ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი, უძლიერესი სანქციები შეათანხმა. ნახეთ რა
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ახალი სანქციები შეათანხმეს. სანქციების მეოთხე პაკეტი ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა დაადასტურა.
მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები ფოლადის, ქვანახშირისა და ენერგოსექტორებს ეხება, ასევე შეზღუდვები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში წევრობას და ბაზრებზე წვდომასაც შეეხება – აღნიშნა ბორელმა.
Комментариев нет