Header Ads

„კაფეში იჯდება და სანამ ბომბი ამ კონკრეტულ კაფეში არ ჩამოვარდება, მანამ..." - რაზე საუბრობს ზელენსკი

 


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე დასავლეთის მიმართ რუსეთის შესაძლო იერიშზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის მხრიდან იმ შემთხვევაში მოხდება თუ ახლა, დასავლელი ლიდერები უკრაინის ცის ჩაკეტვას მხარს არ დაუჭერენ.  

„ხანდახან მეჩვენება, რომ დასავლური სამყაროს ზოგიერთი წარმომადგენელი... კაფეში იჯდება და სანამ ბომბი ამ კონკრეტულ კაფეში არ ჩამოვარდება, არ დაიჯერებენ, რომ ეს მათ დაემართება და იმ მომენტამდე ცას არავინ დახურავს. ეს მე არავისთვის მინდა და არ გვინდა მთელმა მსოფლიომ, მთელმა ევროპამ იგრძნოს, თუ როგორ გვტკივა ეს." - ამბობს ზელენსკი. 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს იმიტომ აქვთ გამოცდილება, რომ ასეთი რამ მანამდე უნდა გაიგონ, სანამ რუსეთი ხალხს ავნებს. 

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორებს აქვთ შესაძლებლობა - დახურონ ცა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცის დახურვა ასევე შესაძლებელია ანტისარაკეტო თავდაცვის წყალობით, რომელიც შეიძლება მიეწოდის უკრაინას..

„ჩვენ უბრალოდ არ ვითხოვთ  ანტისარაკეტო თავდაცვის მოწყობილობის მოწოდებას არ ვამბობთ: „დაგვეხმაროთ, მოგვცეთ, გთხოვოთ.“ მივხვდით, რომ ადამიანებს ხანდახან უბრალოდ გაცემა უჭირთ. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ ვიყიდოთ. მზად ვართ ავიღოთ სესხები, მზად ვართ, ბიუჯეტიდან უკანასკნელი თანხა გამოვიტანოთ და დაუყოვნებლივ ვიყიდოთ “, - განაცხადა ზელენსკიმ.

4 მარტს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ განმარტა, თუ რატომ არ დახურავენ უკრაინის ცას. მან აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნები პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ფარგლებს გარეთ რუსეთის ომის გამწვავების თავიდან აცილებაზე. ალიანსი შიშობს, რომ ეს გამოიწვევს სრულმასშტაბიან ომს ევროპაში, რომელშიც ჩართული იქნება მრავალი ქვეყანა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) პოზიცია პატივისცემას არ იმსახურებს. 

Комментариев нет

Технологии Blogger.