ჩემთვის მთავარია…” – ლიზა იასკომ სოფოზე და მიშაზე პირველი კომენტარი გააკეთა. აი რა თქვა ლიზამ
უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ strana.news-თან კომენტარი გააკეთა. როგორც ლიზა ამბობს მისთვის მთავარია მიშას სიცოცხლე და თავისუფლება, წარსული ურთიერთობები კი არ აინტერესებს.
მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის ან სხვა ვინმეს ქორწინების გარეშე შეძენილი შვილების შესახებ კომენტარი უნდა გააკეთოს. მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოჯახური გეგმები. სხვა ყველაფერი, რაც მის წარსულში იყო მე საერთოდ არ მაინტერესებს”, – ამბობს იასკო და დასძენს, რომ მიშას მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მას აბსოლუტურად არ აინტერესებს.
“თუ ვინმე დაინტერესებულია სააკაშვილის პოლიტიკური სიტუაციიდან ყურადღების გადატანით, ამას წარმატებით აკეთებს. ჩემთვის მთავარია მისი სიცოცხლე და თავისუფლება და სხვა ყველა ჭორი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის” – ამბობს ლიზა.
Комментариев нет