Header Ads

"ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული" - ვის უწოდებს სალომე ზურაბიშვილი ყველაზე დიდ სიყვარულს და ვინ არის მისი შვილების მამა

 


საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პიროვნება კვლავაც აქტუალურია, განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე - თამამი და მკვეთრი პოზიციით და განცხადებებით.


როგორც ცნობილია, ქალბატონი სალომ საქართველოდან ემიგრირებული ოჯახის შვილია. ცნობილია, რომ ქალბატონი სალომე ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის შვილია, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის შვილი. მისი ოჯახის და ულამაზესი დედის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ვრცლად:

რაც შეეხება
თავად პრეზიდენტის პირად ცხოვრებას, მას ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი, ქეთევანი და თემური, რომლებიც საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ. 
ქალბატონ სალომეს შვილები პირველ მეუღლესთან შეეძინა. ისინი გამართულად საუბრობენ ქართულად. "მყავს ვაჟი თემური და გოგონა ქეთევანი. თემურიც დიპლომატიურ გზას გაჰყვა. ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. ქალიშვილმა კი ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება აისრულა - პარიზში, ფრანგულ საერთაშორისო ორენოვან ტელევიზიაში მუშაობს. საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტებს ამზადებს და სპორტული ნაწილის წამყვანია...", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მისი ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი მართლაც ფრანგული ტელეკომპანიის, France 24-ის ჟურნალისტია. ის რეპორტიორი და სპორტული რედაქტორია, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე აკეთებს სიუჟეტებს და ასევე, უძღვება გადაცემებს.კითხვის გაგრძელება

Комментариев нет

Технологии Blogger.