Header Ads

"ერთმანეთში ნუ ურევთ "სტუმარ-მასპიძლობას", ღირსებას და ამდენი რუსის გულაობას... ვიყიდე მაისური წარწერით - "იდი ნა...ი", ჩავიცვამ და ავუხსნი რუსებს რატომაც მაცვია" - ლაურა რეხვიაშვილის პოზიცია


 ლაურა რეხვიაშვილი, ბოლო დღეებში, ჩვენს ქვეყანაში დიდი ოდენობით შემოსულ რუს ხალხზე აღშფოთებას ვეღარ მალავს. მსახიობი გვიყვება სიტუაციაზე, რომელსაც გუშინ ბანკში გადააწყდა. 

ლაურა რეხვიაშვილი: იმის ნაცვლად, რომ დროებით (!) შემოსულები თავმდაბლად იყვნენ და მორიდებით იქცეოდნენ, იქით გვაწვებიან, გვიბღვერენ და ჰგონიათ, რომ დადებული ასი დოლარით, გვიყიდიან.

ან იმ პიანისტს, თავის ხოშზე რომ შეუკვეთა მუსიკის დაკვრა. პალტო არც ჰქონდა გახდილი, აიღო და დაუდო 100- დოლარიანი. გიგიმ დაუკრა უკრაინული. ასე ხელოვანი თუ მოიქცევა. მერე ადგა ეს მსუიკოსი და უთხრა, გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს გადაურიცხეო. ეს ბიჭი გმირი გახდა ჩემს თვალში.

გუშინ შევედი ბანკში და აი, რას გადავაწყდი. მთელი ბანკი სავსე იყო რუსებით. ადგილი არ იყო, იმდენი რუსი ქალი და კაცი იყო ბანკში. მაგათ ცნობას რა უნდა? თეთრები, ქერა უთმოები და გახუხულები არიან. პირდაპირ ეპიცენტრში მოვხვდი. აქ მხოლოდ საკუთარი ფულის გადასარჩენად რომ არიან და ჩვენ "ვკიდივართ." 

ლაბადით გაწუწული ვიყავი. დამინახეს თუ არა მენეჯერებმა და ოპერატორმა, მაშინვე მომაქციეს ყურადღება. რა გნებავთ, მოგეხმარებით, ქალბატონო ლაურაო. ეუხერხულათ რომ იქ არ ვმდგარიყავი, სანამ ისინი თავისი ბიზნესების გადაფორმებას და თანხების გადარიხცვა-გადმორიცხვებს მოაგვარებდნენ.კითხვის გაგრძელება

Комментариев нет

Технологии Blogger.