ოჯახის წევრებზე განაწყენებულმა ქალმა ანდერძით წინასწარ განსაზღვრა, ნათესავებიდან ვის არ შეუძლია დაესწროს მის დაკრძალვას
ესპანეთში მცხოვრებმა ქალმა, ნათესავებს მის დაკრძალვაზე მისვლა აუკრძალა და ცერემონიაზე დამსწრეთა სია წინასწარ შეადგინა. ამის შესახებ Daily Star წერს.
მარია ფუენტეს ფერნანდესი 2 ივნისს გარდაიცვალა. მან ადგილობრივ ბეჭდურ მედიაში შემდეგი სახის წერილი გამოაქვეყნა: „იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა კონტაქტი ჩემს ოჯახთან, ანდერძში ვაცხადებ, რომ ჩემს დაკრძალვაზე დასწრება შეუძლია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ ხალხს, იქნება ეს სამგლოვიარო სახლში, ეკლესიაში თუ სასაფლაოზე“, – დაწერა ქალმა.
შეტყობინებაში 15 ადამიანის სახელი და გვარი ეწერა. „ყველას ვინც აქამდე არასდროს ზრუნავდა ჩემზე, მინდა, რომ ასე გააგრძელოთ ცხოვრება ჩემგან შორს, როგორც ეს ადრე იყო“, – წერია წერილში, რომელიც El Progreso-ში გამოქვეყნდა.

Комментариев нет