ვინ არის დეპუტატი, რომელმაც დღეს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პროტესტის ნიშნად ნონა მამულაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი მაშინ ჩართო, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოდიოდა.
ნონა მამულაშვილი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
მას 1999 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამსახური ამერიკულ კომპანია Caterpillar-ში – მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე შესთავაზეს. Caterpillar-ის შემდეგ ეუთოს მისია იყო, ლოგისტიკის სფერო.
2003 წელს, ვესტმინსტერის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ კი, მუშაობა დისერტაციაზე არაბული და ისლამური ცივილიზაციების ისტორიის განხრით პარიზის სორბონის უნივერსიტეტში დაიწყო.
2005 წელს, დისერტაციის დაცვის შემდეგ, გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ კემბრიჯში, რათა ჰარვარდის უნივერსიტეტში კონფლიქტების რეზოლუციების მაგისტრის დიპლომი მოეპოვებინა.
2006 წლიდან 2010 წლამდე ნონა მამულაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის ასოციირებული პროფესორი, აკადემიური კვლევების დირექტორი იყო.
ნონა მამულაშვილი წლების განმავლობაში British American Tobacco-სა და Pfizer-ში მუშაობდა.
Комментариев нет