ჟურნალისტი ელისო კილაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის "ღამის კურიერში" სტუმრობისას გაკეთებულ საკმაოდ სკანდალურ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ფეისბუქის" მომხმარებლებს მისთვის კარგი ფსიქი
ატრის პოვნაში დახმარებას სთხოვს. კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე, ანუ 17 თებერვალს უკრაინელი კოლეგებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სარფიდან აპირებდა შემოსვლას, რასაც 2 დღე დასჭირდებოდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ეს იყო იმ რევოლუციური გეგმის ნაწილი, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში ხელისუფლების "ასაყირავებლად" ამზადებდა. როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი იმნაიშვილთან საუბარში აღნიშნა, კოლებისგან მიღებული ინფორმაცია მათ გიორგი გახარიასთვის არ გაუნდვიათ: "რევოლუციური სცენარი(კობახიძის მიხედვით)კიევიდან მიიღეს ინფო, რომ 2(ორ) დღეში ნაცები აპირებდნენ გადატრიალებას! 2.გახარიამ ორი დღით ითხოვა მელიას დაკავების გადადება 3.ამ ორ დღეში ოპოზიცია გამოაცხადებდა დროებით მთავრობას 4.ძალოვნები გადავიდოდნენ ოპოზიციის მხარეს 5.ამ დამთხვევის მერე გახარიას მეტი ინფორმაცია აღარ გაანდეს 6.გადამსვლელი ძალოვნების ვინაობა არ იციან ზუსტად 7.მიშა შემოდიოდა სარფიდან 8.ხვდებოდნენ მხარდამჭერები და მეორდებოდა კიევის სცენარი 9.გახარიას ისევ არ გაანდეს ინფორმაციები(ორდღიანი დამთხვევის გამო) ერთადერთი კითხვა მაქვს-სად ვუშოვოთ ამ ბიჭს კარგი ფსიქიატრი"- წერს ელისო კილაძე.
Комментариев нет