„ფეხით იყო, ტრანსპორტი იქ არსად ჩანდა…“ – რა მოხდა რაჭაში, სადაც ცოტა ხნის წინ „ქართული ხმების“ სოლისტი გარდაიცვალა
ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი, ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა.
ონის მერიის ინფორმაციით, ონში გზა ჩავარდა. მძიმე ტრავმების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
როგორც ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა, მაია გობეჯიშვილმა „რსუთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, იმ ადგილას, სადაც მომღერალი გადაადგილდებოდა, ტრანსპორტისთვის გზა არ არის.
„გზა ჩაუწყდა. ფეხით იყო, ტრანსპორტი იქ არსად ჩანდა. გამითიშეს ტელეფონი. ახლა უნდა გადაასვენონ ონის საავადმყოფოში“,- განაცხადა მაია გობეჯიშვილმა.
მომღერალს რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა. ზურა ბაკურაძე რაჭაში, დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დაკრძალვის შემდეგ ის რამდენიმე დღით რაჭაში დარჩა.

Комментариев нет