"ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ჩემი შვილები არიან..." - რას საყვედურობენ მაია დობორჯგინიძეს დედა და შვილები
"დღემდე ვერაფრით ვისწავლე, რომ შეუგნებელ ადამიანებთან ურთიერთობა არ ღირს, დროის კარგვაა", - ამბობს რეჟისორი მაია დობორჯგინიძე. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რის გამო იღებს საყვედურებს, რა ენატრება, რითი ამაყობს და რას ნანობს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1978 წლის 2 მაისი.- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. სტუდია "საფეხურებში" დავდიოდი, რაც თავი მახსოვს, სულ მსახიობობა მინდოდა და ავისრულე. სხვა პროფესიაზეც მიფიქრია, მაგრამ ყოველი "გადახრა" ხელოვნებასთან კავშირში იყო: ხან ფოტოგრაფობა მინდოდა, ხან- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...ხუჭუჭა თმა და დინჯი ხასიათი, გაწონასწორებული ვარ.- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ბევრ უცხო ენას ვისწავლიდი და ეს ძალიან კარგი იქნებოდა.- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო, როცა თეატრალურში ჩავაბარე და შალვა გაწერელიას ჯგუფში მოვხვდი. მის გვერდით ბევრი წელი გავატარე და ეს იყო ბედნიერება. შემდეგი წარმატება "თავისუფალი თეატრი" გახლდათ.- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...უნდა ვცხოვრობდე წყნარ, დამშვიდებულ ქვეყანაში, ირგვლივ ჩემი ოჯახის წევრები მყავდნენ და წარმატებული ვიყო.- ვიბნევი...

Комментариев нет