Header Ads

”ბადრი ჩემთვის მკვდარია... თავი რომ მოვიკლა, ბავშვებს რა ვუყო?"

 


საქართველოს ბანკზე“ თვდასხმისთვის ძებნილის მამა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბადრი ესებუა მისი შვილია, მაგრამ მისი არაფერიბ აინტერესებს.


"ბადრი ჩემთვის მკვდარია... ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე, თავი რომ მოვიკლა, ბავშვებს რა ვუყო?" - ინტერვიუ ტარიელ ესებუასთან

"სულ ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ, რომ არა­ფე­რი გა­მომ­რჩეს. 8 თვეა ბად­რის არა­ფე­რი ვიცი, ცო­ცხა­ლია თუ მკვდა­რი. ის ჩემ­თვის მკვდა­რია, ჩემი შვი­ლია, მაგ­რამ მისი არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს. მე მე­ო­რე შვი­ლის ამ­ბა­ვი მა­ინ­ტე­რე­სებს, უდა­ნა­შა­უ­ლო კაცი ზის ცი­ხე­ში... ახლა რა აუ­ტა­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ცაა ჩემს ოჯახ­ში, მტერს არ ვუ­სურ­ვებ - ორი­ვე შვი­ლი და­მე­ღუ­პა, მშობ­ლე­ბი გავ­ნად­გურ­დით... ბადრ ის­თან არც არა­ფე­რი მაქვს სათ­ქმე­ლი. ჩა­ი­დი­ნა თუ არა ის და­ნა­შა­უ­ლი, დღეს მის გამო მისი ძმა ცი­ხე­შია და ჩვენ ცო­ცხლად დაგ­ვმარ­ხა. მორ­ჩა, ის ჩემ­თვის მკვდა­რია!" - ამ­ბობს "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ძებ­ნი­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას მამა ტა­რი­ელ ესე­ბუა.

ძა­ლი­ან ცუ­დად მი­დის ჩვე­ნი საქ­მე. ბად­რი­ზე არა­ფე­რი ვიცი, არა­ვინ არა­ფერს მე­უბ­ნე­ბა, წარ­მოდ­გე­ნა არა მაქვს, სად შე­იძ­ლე­ბა იყოს. და­მე­ღუ­პა ოჯა­ხი... ბი­ძი­ნას კი, ამ უდა­ნა­შა­უ­ლო კაცს, რაც გა­უ­კე­თეს, ყვე­ლამ კარ­გად იცის. პა­ე­მა­ნი გვქონ­და მას­თან, ცოლ-შვი­ლი მი­ვუყ­ვა­ნე. დე­და­მის­მაც ერთხელ ნახა. ნე­ტავ არ მე­ნა­ხა... კაცი ცა­რი­ე­ლი ცხვი­რია დარ­ჩე­ნი­ლი. რამ­დე­ნი ხა­ნია აპ­რო­ტეს­ტებს უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბას და შიმ­ში­ლობს... 22-ში კი­დევ გვი­წევს მას­თან მიკ­რო­პა­ე­მა­ნი, მაგ­რამ დე­და­მისს შე­ვუშ­ვებ, მე არ შე­ვალ, არ შე­მიძ­ლია მისი ნახ­ვა, ცუ­დად ვარ...

ამავე საქმეზე შსს-მ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა 14 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. საგამოძიებო ორგანოს განცხადებით, არსებობდა­ ვარაუდი, რომ ძმას ბადრი ესებუასთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთი. დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი. ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს ნივთები პოლიციამ ჩაუდო ავტომანქანაში. ბიძინა ესებუას სასამართლო პროცესი 21 ივნისს გაიმართება.

წყარო:kvirispalitra.ge

Комментариев нет

Технологии Blogger.