”გთხოვთ, მარტო ვერ ვერევი ამ არაადამიანებს, დამეხმარეთ…” – თიკა ჯამბურია სოც ქსელში დახმარებას ითხოვს
მომღერალი, თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს და დახმარებას ითხოვს. ცნობილი ქართველი მომღერლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„არ ვიცი რა უნდა ვთქვა! არ ვიცი. დამეხმარეთ რა, გთხოვთ, მარტო ვერ ვერევი ამ არაადამიანებს“,- წერს თიკა ჯამბურია.
ის აზიარებს ინფორმაციას, რომელიც ძაღლს, სახელად სქელოს ეხება.
„ყველა იცნობთ ძაღლს, სახელად სქელო, იგივე მოკლე, ეს რამოდენიმე დღე რაღაც ხშირად თვალში არ მხვდებოდა, იმ დღეს წვიმის დროს სკვერში ხესთან მობუზულიც კი იჯდა. წესით მიწისქვეშა გვირაბში ბინადრობს და იქ უნდა ყოფილიყო. ეხლაც ჩავედი და ვერსად ვნახე, მითხრეს რომ გუშინ მუნიციპალიტეტი მოსულა და ამ ადგილიდან გაუგდიათ.
მიზეზი? ხელს უშლის გამვლელებს და ვიღაც ბავშვზე გაიწია. ეს არის ტყუილი, ის არავის ერჩის, ღმერთმა იცის როგორ გააგდეს და შეშინებულია ეტყობა. რა უნდათ, ვის რას უშლის ვერ გავიგე, ამ ერთი ბეწო სიყვარულის ბუშტს ძალიან ვდარდობ, რამე არ დაუშავონ ან არ გადასვან სხვაგან, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ამ ქვეყანაში ჯოჯოხეთური ცხოვრება აქვთ მიუსაფარ ცხოველებს“
Комментариев нет