Header Ads

"იწერენ ერთმანეთს და მოაქვთ! დავასახელო გვარები?" - ნახეთ, რა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე


 

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გუშინ, "ტვ პირველის" ეთერში ქვეყნის მოქმედი პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრთან დაკავშირებით სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა და განაცხადა, რომ მას აქვს ჩანაწერი, სადაც ლაშა ამირეჯიბი დეტალურად ჰყვება თუ როგორ გადაუხადა მას მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა მას პოლიტ პატიმრების გაერთიანებების შესაქმნელად 20 000 $. კილაძის თქმით, ის ფლობს ასევე ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა იგეგმებოდა ირაკლი ალასანიას წინააღმდეგაც: "ვზივარ ახლა და ვფიქრობ-მოვაწყო დიდი შოუ TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი -ის პირველ ხაზში? მოვყვე სად და როგორ იწერება ღარიბაშვილის დავალებით არეშიძის მსგავსი სხვადასხვა სცენარები? გავხსნა კარტები და დავასახელო გვარები? თუ ჯერ ადრეა?! 40 წთ მაქვს ფიქრის დრო... დოკუმენტური მტკიცებულებები იქნება - იწერენ ერთმანეთს და მოქონდათ და მოაქვთ ! წინ ბევრი საინტერესო ამბავი გელოდებათ. მაქვს ჩანაწერი, სადაც ლაშა ამირეჯიბი ყვება, რომ შს მინისტრის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა, 20 000 $ მისცა იმისთვის, რომ პოლიტ პატიმრების გაერთიანებები შეექმნა, ეს ინფორმაცია დაადასტურა ზურაბ ხუბულაშვილმაც, შემდეგ მოხდა ფულზე განხეთქილება და ვეღარ მიიყვანეს ეს ამბავი ბოლომდე. ყველაფერი აქ იგეგმება, მაგალითად ვიცი რა იგეგმებოდა ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ, ჯარში ტელევიზიებს აფრთხილებდა ნინო გიორგობიანი და ტელევიზიები ისხდნენ სამხედრო ნაწილებთან რომ ჯარისკები მოიწამლნენ და რომ იქ სკანდალია, და ასე შემდეგ... მედიასაშუალებების წარმომადგენლებო, თქვენ ხომ იცით რომელი უწყების პრესს - სამსახურის ხელმძღვანელი დადიოდა თქვენთან თეთრი კონვერტებით და ალასანიაზე კომპრომატებით, ანუ ყველა ის პირი, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის კონკურენტი იყო და ვინც ეხლა იქნება, ჯერჯერობით გახარია ჩანს, და შეიძლება სხვა დანარჩენი პირები ვინც გამოჩნდებიან მე მინდა თქვენ იცოდეთ მეგობრებო რომ აქ იგეგმება ეს ყველაფერი და იგეგმება ძალიან ბინძური რუსული მეთოდებით"- განაცხადა ელისო კილაძემ გუშინ, გადაცემა "პირველ ხაზში".

Комментариев нет

Технологии Blogger.