Header Ads

"ინდური შტამი" სანამ ბობოქრობს..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე შეზღუდვების მოხსნაზე


 ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე საქართველოში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება:


"ვაშა ამ დიად მომენტს, პომადის მზე რომ ისევ აენთო, აცურდა ცის კაბადონზე ფრენდნო, მაგრამ ისე მივეჩვიე უცხვირ-პირობას და ისე ვგავარ ინდოელი მაჰარაჯას ქალიშვილს, რომ ინდური შტამი სანამ ბობოქრობს, თავისიანად რომ არ შემიცნოს და გადამკოცნოს, მხოლოდ დროდადრო ჩასუნთქვის პრივილეგიით ვაპირებ სარგებლობას", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.


შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი იხსნება, ასევე ღია სივრცეებში პირბადის ტარების აუცილებლობა უქმდება.

Комментариев нет

Технологии Blogger.