"ნუ შეეცით ცალკე ტიკარაძეს და ცალკე ვაქცინას! ვაქცინა საჭიროა ტიკარაძის მინისტრობისგან განსხვავებით" - ირინა სარიშვილი
ყოფილი დეპუტატი, ირინა სარიშვილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის კორონავირუსით დაინფიცირების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ხააალხოოოო! აცრილსაც შეიძლება დაემართოს კოვიდი, ოღონდ ემართება იოლ ფორმებში და სიცოცხლისთვის საფრთხის გარეშე!
ნუ შეეცით ცალკე ტიკარაძეს და ცალკე ვაქცინას! თან ვაქცინა საჭიროა ტიკარაძის მინისტრობისგან განსხვავებით!", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომსაქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული ჰქონდა.
Комментариев нет