ფარულად ჩაწერილი აუდიო – “მთელი გზა მეუბნებით, რა კარგი ძუ**ები გაქვსო… მამაჩემის ტოლა კაცი ხართ”
როგორც მარიამ ბეგიაშვილი “ინფო რუსთავს” უყვება, მამაკაცმა, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, მის მიმართ სექსუალური შევიწროვება განახორციელა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური ქცევით.უფრო კონკრეტულად, 50 წლამდე კაცი 18 წლის გოგოს მიმართ, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, სექსუალური ხასიათის ფრაზებს იყენებდა, მას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდა და ამ დროის განმავლობაში ფიზიკურადაც შეეხო, რამაც ახალგაზრდა ქალს მგზავრობისას დამამცირებელი და ღირსების შემლახავი გარემო შეუქმნა.
როგორც გოგონამ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, უკვე მიმართა საგამოძიებო ორგანოს. აღსანიშნავია, რომ მისივე ინფორმაციით, მამაკაცმა უკვე დატოვა სამსახურიც.video
Комментариев нет