Header Ads

”დავითი 6 თვის იყო, ახალგაზრდა დედა, რომ გარდაეცვალა” – ცნობილია ვინ არის 26 წლის ბიჭი, რომელიც ზღვაში დინებამ გაიტაცა და ორი დღეა ეძებენ

 


ფოთში, ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა ბიჭს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა მალთაყვის სანაპიროზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, 26 წლის ახალგაზრდა, რომელიც ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა,  წელამდე წყალში იყო, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.

სანაპიროზე გუშინ გვიანობამდე მუშაობდნენ სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები. სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკა.

ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა სოფელ პატარა ფოთის მკვიდრი დავით ზარანდიაა. მას ოჯახში მოხუცი ბებია და მამა ჰყავს, დედა არც ახსოვს, რადგან თავად 6 თვის იყო, როდესაც  ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

Комментариев нет

Технологии Blogger.