15 წლის ბიჭმა, რომელსაც სახლში მშიერი და ავადმყოფი დედა ელოდა, პური მოიპარა – ნახეთ, როგორ მოიქცა მოსამართლე
არასამთავრობო ორგანიზაცია Saving Human Lives-ი ამერიკაში მომხდარ დანაშაულზე ინფორმაციას აქვეყნებს. საქმე მოზარდს ეხება, რომელმაც ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობა ჩაიდინა. ფაქტზე 15 წლის ბიჭი პოლიციამ დააკავა და მომხდარის განხილვა სასამართლომ დაიწყო, სადაც უპრეცენდენტო განაჩენი გამოცხადაა.
მოსამართლემ დააჯარიმა მაღაზია, სადაც ქურდობა მოხდა. დაწესებულების გარდა, ჯარიმის გადახდა სამართალდამცველებსაც დაავალა და თავადაც თავი დაიჯარიმა…
15 წლის ბიჭმა, რომელსაც სახლში მშიერი და ავადმყოფი დედა ელოდა, პური მოიპარა…
მშიერი ბავშვის არსებობა მოსამართლემ მთლიანად ამერიკის მოსახლეობის პასუხისმგებლობად გამოაცხადა…
“ამერიკაში, 15 წლის მოზარდი მაღაზიაში ქურდობისათვის დაიჭირეს. პოლიციელისგან თავის დაღწევის დროს, ბიჭმა სასურსათო თაროც დააზიანა.
მოსამართლემ საქმის მოსმენის შემდეგ ჰკითხა ბიჭს:
მართლა მოიპარე რამე? მოიპარე პური, ყველი და თაროც დააზიანე?
ბიჭმა თავი დახარა და უპასუხა: დიახ.
მოსამართლე: რატომ მოიპარე?
ბიჭი: მჭირდებოდა.
მოსამართლე: ვერ იყიდე?!
ბიჭი: ფული არ მქონდა ამის შესაძენად.
მოსამართლე: შეგეძლო ოჯახისთვის გეთხოვა ფული…
ბიჭი: სახლში მხოლოდ დედა მყავს. დედა ავად არის და სამსახური არ აქვს.
მოსამართლე: სამსახური არ გაქვს?
ბიჭი: ვმუშაობდი, მანქანების სამრეცხაოში. დედისთვის რომ მომევლო, ერთი დასვენების დღე ავიღე და ამიტომ გამათავისუფლეს. ამის შემდეგ, ვეძებდი სამუშაოს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა…
ბიჭთან საუბრის დასრულების შემდეგ, მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა და თქვა:
ქურდობა, განსაკუთრებით კი, პურის მოპარვა, ძალიან სამარცხვინო დანაშაულია. აქ ჩვენ, ყველანი ამ დანაშაულზე პასუხისმგებელნი ვართ – ყველა, ვინც დღეს აქ იმყოფება და მათ შორის მეც. ამ დარბაზში მყოფი თითოეული ჩვენგანი 10 დოლარით ჯარიმდება.
მოსამართლემ ჯიბიდან 10 დოლარიანი ამოიღო და მაგიდაზე დადო, და კიდევ – 1 000 დოლარით ჯარიმდება მაღაზია, რომელმაც მშიერი ბიჭი პოლიციას გადასცა. სასამართლო ბოდიშს მოიხდის ბიჭის წინაშე მას შემდეგ, რაც ეს შეგროვილი თანხა მას გადაეცემა.
მოსამართლის განაჩენს ბიჭი გაოგნებული უსმენდა. თავად მოსამართლე ცრემლებს მალავდა სასამართლოს დარბაზის დატოვების დროს.” – წერს გვერდი.

Комментариев нет