მე დღეს თქვენთან ერთად გამიჩერდა გული – ვინ არიან ტრაგიკულად დაღუპული გოგონები
„ჩემი ორი თოჯინა, როგორ უნდა ვიყო უთქვენოდ მე დღეს თქვენთან ერთად გამიჩერდა გული,აღარ მინდა ამ უსამართლო ცხოვრებას ვუყურო. მიყვარხართ ჩემო ლამაზებოო” – წერს მოცეკვავე მზია ორველაშვილი სოციალურ ქსელში იმ გოგონების შესახებ, რომლებიც ახალ წელს ავარიას ემსხვერპლნენ.
გარდაცვლილი გოგონები მარიამ სოლოღაშვილი და მარიამ ზაკალაშვილები არიან. ისინი მოცეკვავე მზია ორველაშვილის მოსწავლეები იყვნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მოხდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ორი არასრულწლოვანი გოგონა, ადგილზე გარდაიცვალა.
,ორივე გარდაცვლილი მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა.
შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავდნენ 25 წლამდე ასაკის მამაკაცი და კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგონა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო
გარდაცვლილი გოგონები მარიამ სოლოღაშვილი და მარიამ ზაკალაშვილები არიან. მოცეკვავე მზია ორველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ისინი მისი მოსწავლეები იყვნენ.
Комментариев нет