"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი
ახალი ზელანდიისგან გააანსხვავებით, სადაც ახალ წელს უკვე ზეიმობენ, ჩვენ 2021-ს საათებიღა გვაშორებს. ყველა სირთულესა და განსაცდელს ალბათ ძველი წელი თან წაიყოლებს, უკეთესი და ლამაზი მომავლის იმედი კი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. ისიც, ვისაც შევეხმიანეთ, უკეთესის მოლოდინშია და გვეუბნება, რომ ის უნიკალური გამოცდილება, რომელიც მიმავალმა წელმა მოგვცა, ცოდნაში გაგვამყარა და გამოგვაწრთო, ამ წელს პრობლემების გადაწყვეტაში უცილებლად დაგვეხმარებაო.
ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დუშეთში შევეხმიანე. ჩვენი მეურნე რესპონდენტი, ისევე, როგორც წინა წლებში, მოკრძალებულად და ოჯახურ გარემოში ხვდება ახალ წელს. ბატონ გიორგის იმ დროს დავურეკე, როდესაც
- ვერ ვიტყვი, რომ ახალი წლის ტიპიურად შეხვედრის რამე ტრადიცია მაქვს, ფაქტობრივად, არაფერი, ჩვეულებრივ, ოჯახურ გარემოში ვხვდებით. დიდი წვეულებებიც არ არის ჩემი სტილი და არც მაინტერესებს. ასე რომ, ვართ ძალიან მშვიდად. ამ თვალსაზრისით, პანდემიურმა ფორმამ ბევრი არაფერი შეცვალა ჩვენთან.
- თემოს და თომას ნაძვის ხით შეექმნებათ განწყობა, იმხიარულებენ სათამაშოებით, თორემ 12 საათზე მათ უკვე სძინავთ, მართლა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ერთი ძალიან ჩვეულებრივი დღეა ჩვენთვის. განაგრძეთ კითხვა
ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დუშეთში შევეხმიანე. ჩვენი მეურნე რესპონდენტი, ისევე, როგორც წინა წლებში, მოკრძალებულად და ოჯახურ გარემოში ხვდება ახალ წელს. ბატონ გიორგის იმ დროს დავურეკე, როდესაც
ცხენებს კაზმავდა.
- ბატონო გიორგი, მიილია პანდემიური 2020-იც... თქვენთვის რით იყო მნიშვნელოვანი და გამორჩეული ეს წელი?
- ძალიან საინტერესო წელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე რთული გამოდგა 2020. სირთულე, თავის თავში საინტერესოობასაც გულისხმობს. ისეთი გამოცდილება მივიღეთ მთელმა კაცობრიობამ... დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს ყველაფერს, ანალიზს ვკითხულობდი, თვალს ვადევნებდი ასევე საზოგადოებრივ რეაქციას და ალბათ ყველამ ამ წელიწადს ძალიან დიდი უნიკალური გამოცდილება მივიღეთ. რაც უარყოფითი იყო ამ წელიწადს, ამავე დროს, საინტერესოც იყო თავისი შინაარსით.- კონკრეტულად თქვენს ოჯახშიც იყო მნიშვნელოვანი სიახლე – ორგზის პაპა გახდით...
- დიახ, კირა დაიბადა, ანას მეორე შვილი, რომელიც ახლა თვეზე ცოტა მეტისაა.- ხომ არ აპირებს თქვენთან მოსვლას და მოლოცვას ქალბატონი კირა, ერთად შეხვდებით ახალ წელს?
- არა, პანდემიის პირობებში ძალიან ვფრთხილობთ და განსაკუთრებით, ბავშვებთან.- როგორ ხვდებით ახალ წელს, რამე გამორჩეული ტრადიცია ხომ არ გაქვთ და საერთოდ, რას ნიშნავს თქვენთვის ეს დღე?
- ვერ ვიტყვი, რომ ახალი წლის ტიპიურად შეხვედრის რამე ტრადიცია მაქვს, ფაქტობრივად, არაფერი, ჩვეულებრივ, ოჯახურ გარემოში ვხვდებით. დიდი წვეულებებიც არ არის ჩემი სტილი და არც მაინტერესებს. ასე რომ, ვართ ძალიან მშვიდად. ამ თვალსაზრისით, პანდემიურმა ფორმამ ბევრი არაფერი შეცვალა ჩვენთან.
- საახალწლო სამზადისში თუ ხართ ჩაბმული, მაგალითად, ნაძვის ხე თუ მორთეთ, კერძების მომზადებაში თუ იღებთ მონაწილეობას, მეუღლეს თუ ეხმარებით...
- არა, ნაძვის ხის მორთვა არ მიხარია და ამას მაკა აკეთებს. არც არაფერი სამზადისი გვაქვს, არც საგანგებო სუფრის გაშლა... ბუნებრივია, ოჯახის წევრები 12 საათზე ერთმანეთს მივულოცავთ და თითო ჭიქას ავწევთ. არც ამ წელს და არც სხვა წლებში, ნამეტანს არაფერს ვაკეთებთ.- გინდათ თუ არა, როცა სახლში პატარები არიან, მათ საახალწლო განწყობა უნდა შეუქმნათ, ალბათ...
- თემოს და თომას ნაძვის ხით შეექმნებათ განწყობა, იმხიარულებენ სათამაშოებით, თორემ 12 საათზე მათ უკვე სძინავთ, მართლა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ერთი ძალიან ჩვეულებრივი დღეა ჩვენთვის. განაგრძეთ კითხვა
Комментариев нет